„ცვლილებების შემდეგ სამართალდამცველები კიდევ უფრო აქტიურად შეძლებენ მუშაობას და კანონში უკეთესი განმარტება იქნება ადამიანის ექსპლუატაციის შესახებ. ერთი წლის წინ დავიწყეთ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პროაქტიული გამოძიების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიტრეფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილია სხვადასხვა ინსპექტირებისა და კომპეტენციის მობილური ჯგუფები. გამომძიებელი თავის კაბინეტში არ ელოდება იმას, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინება მიიღოს. ამ პროაქტიული მიდგომის წყალობით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა და პროკურორებმა შეძლეს ის, რომ წელს, საანგარიშო პერიოდის ბოლოს ჩვენ გვექნება გაწეული შრომის ადეკვატური საერთაშორისო შეფასება. დღევანდელი ცვლილებები ხვეწს კანონს იმისთვის, რომ უკვე მომავალ საანგარიშო პერიოდში გამომძიებლებმა კიდევ უფრო აქტიურად შეძლონ მუშაობა. კერძოდ, კანონში უკეთესი განმარტება იქნება იმის შესახებ, თუ რა არის ადამიანის ექსპლუატაცია და რა არის თანამედროვე მონობის პირობებში ადამიანის ჩაყენება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები იცვლება
-
21.11.2026
მათი [ხელისუფლების] გამოხმაურებით წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მიტროპოლიტი იობი
-
21.11.2026
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
-
21.11.2026
ოქტომბერში შემოწმდა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო -„საქორგგაზი“ ქუთაისში აფეთქებულ ბინაზე
-
21.11.2026
როგორია ქუთაისში კორპუსის აფეთქებისას დაშავებული ქალის მდგომარეობა
-
21.11.2026
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვი
-
21.11.2026
დაშავებული ქალის ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება – ქუთაისის მერი
