“ბიძინა ივანიშვილი გიგას დაჭერას აანონსებს უკვე 1,5 წელია. ნებისმიერი საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ მას ახსენდება რაღაც ხარჯები, რომლებიც თურმე ლობისტებზე დაიხარჯა. ასე გამოიყურება პროვინციული ჰაკიმ–ფაშიზმი. არაუშავს, ვნახოთ. მოწმის სახით დაბარება რეალურად ფარსია და ბრალის წაყენება უნდათ. სადაც ნელსონ მანდელა იჯდა ციხეში 23 წელი, რამენაირად ამას ჩემი ქმარიც გადაიტანს, მაგრამ ბიძინა ივანიშილს და მის პაჟს ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, დიდი ხანია შესყიდვები იმართება ელეტრონულად და იმის მტკიცება, რომ გიგა ბოკერიას მხრიდან დანაშაულს აქვს ადგილი, არის არალოგიკური.
