მწერლებს სურთ, პროტესტი დააფიქსირონ მუქარის, დევნის, შეურაცხმყოფელი წერილებისა და გამოსვლების მიმართ, რომელიც მომრავლდა ქართულ ბეჭვდურ მედიასა თუ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შორის.

 

მწერლების თქმით, მათ სურთ, თავიანთ კოლეგას მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადონ. მეორე მხრივ, მათი მიზანია ხმა აიმაღლონ ყველა იმ ტენდენციის მიმართ, რომელსაც არატოლერანტულობა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ურთიერწაკიდება და დაპირისპირება უდევს საფუძვლად.

 

საღამოზე მწერლები წაიკითხავენ განცხადებას, პენცენტრის მიმართვას, დააფიქსირებენ თავიანთ აზრს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ.

 

ზურაბ ქარუმიძე
ზურაბ ქარუმიძე

ზურაბ ქარუმიძის დიდი ბრიტანეთში ელჩად დანიშვნის საკითხის გარშემო ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა ელჩის პოზიციაზე და ამის მიზეზად მან დაასახელა ქარუმიძის ლიტერატურული ნამუშევარი, კერძოდ, რომანი “მელია-ტულეფია: Foxtrot”.

 

ამ ინტერვიუს შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს ის ინფორმაცია, რომ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილებოდა ელჩის პოზიციაზე. ხოლო ქარუმიძის განცხადებით, მის კანდიდატურას ელჩის თანამდებობაზე მარტის დასაწყისიდან განიხილავენ.  

 

ქარუმიძის მხარდასაჭერად რამდენიმე პოლიტიკოსმაც [მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებმა] გამოთქვა საჯაროდ თავისი მოსაზრება, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ელჩის თანამდებობაზე ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილება. ფანჯიკიძის განმარტებით, საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატურას მთავრობა განიხილავს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს.

 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *