საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, ვროკომისიის ანგარიში, საერთო ჯამში, დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ENP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებას მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა საქართველო-ევროკავშირის შორის პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობით, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებით.
“დოკუმენტის თანახმად, ქვეყანამ გასული წლის რეკომენდაციების უმეტესობა შეასრულა. ამ მხრივ განსაკუთრებით საგულისხმოა შეფასება, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იყო საუკეთესო ქვეყანაში დღემდე ჩატარებულ არჩევნებს შორის და სრულიად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ევროკომისიის დოკუმენტის შეფასებით, 2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ შეძლო წარმატებით გადაელახა ძალზე კომპლექსური და უპრეცენტენდო ხელისუფლების გადაბარების ეტაპი, რეფორმებისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეუფერხებლად. ხაზგასმულია ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ფაქტი, რომელიც ევროკავშირის პოზიციით, ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ევროპული ინტეგრაციის კურსისადმი”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადბაში.
დოკუმენტის მიხედვით, 2013 წელს საქართველომ კურუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით პროგრესირება გააგრძელა, “თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს მაღალი დონის კურფციასთან ბრძოლისათვის”.
“ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, მედიაგარემოსა და პენიტენციალურ სისტემაში ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ევროკავშირი განსაკუთრებით მიესალმება კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რის შედეგადაც საქართველოს პარლამენტის როლი გაიზარდა. ანგარიშის თანახმად, საქართველომ პროგრესი აჩვენა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევ მხარდაჭერას და მზაობას, ხელი შეუწყოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას”, –ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
ევროკომისიის ანგარიშში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ 2013 წელს საქართველოში ისლამოფობიისა და ჰომოფობიის ფაქტები დაფიქსირდა. ექს–პრემიერ ვანო მერაბიშვილის ბრადლება კი იმის თაობაზე, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მასზე ზეწოლა განახორციელა, ევროკომისიის აზრით სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
