ილია მეორე სვეტიცხოველში საზეიმო წირვას არ დაესწრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ განუცხადა, თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 თებერვალს სამთავროს დედათა მონასტრში ბერი გაბრიელის საფლავი გახსნეს. ნეშტი ამ დროისთვის სვეტიცხოვლის ტაძარშია გადასვენებული. საპატრიარქოს განცხადებით, ნეშტს 24 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში განათავსებენ და ერთი კვირის მანძილზე მრევლს ექნება საშუალება პატივი მიაგოს მას.
საპატრიარქოს განცხადებით, გაბრიელ ბერი სამთავროს ფერისცვალების ტაძარში დაიკრძალება.
