დღეს, 29 ივნისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში, კულტურის სახლში გაჩენილი ხანძარს შედეგად შენობის სასხვენო გადახურვის ნაწილი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათი ინფორმაციით, განადგურებულია 400კვ.მ ფართობი.

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ერთი სახანძრო კიბე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა:

ტყიბულში კულტურის სახლის ნაწილი დაიწვა