სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების საზღვრების დადგენის (დემარკაციის) დროს მათი კორექტირების შესაძლებლობას.

 

გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, დაცული ტერიტორიის ფართობის შემცირება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში, კერძოდ, დაცული ეკოსისტემების დაზიანებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობის დროს.

 

“ცვლილების თანახმად, დემარკაციის განხორციელების დროს შესაძლებელი იქნება დაცული ტერიტორიებიდან ამოირიცხოს ფიზიკური და იურიდიული პირების მართლზომიერ საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, ის ინფრასტრუქტურული ელემენტები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი დაცული ტერიტორიისთვის”, -ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

 

კანონპროექტი მოიწონა საქართველოს მთავრობამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პარლამენტში შევა დასამტკიცებლად.

ისპანის ტორფნარები, ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ისპანის ტორფნარები, ქობულეთის დაცული ტერიტორიები

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *