გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები,ხოლო ძირითადი თემა ტრანსფორმაციაა, რომლის შინაარსიც ”თანამედროვე ხელოვნების ცენტრის” გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ცვლილებასაც ეხმიანება.

 

2014 წლის თებერვლიდან CCA-T-ის ახალი მისამართი უზნაძის #51 იქნება. შენობა, რომელშიც ცენტრი გადადის, ყოფილი მედიცინის მუზეუმია. 


პროექტის იდეის ავტორის, ვატო ურუშაძის თქმით, გამოფენის ამოსავალი წერტილი სწორედ მედიცინის მუზეუმის, ჯანმრთელობისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის კონტექსტებს შორის ურთიერთკავშირის თანმდევი ცვლილებების ანალიზია.


“ცვლილებათა უწყვეტობა და დინამიურობა, რომელიც ადამიანის და ამასთანავე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის არსებობის ნაწილია, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა-რეალიზების პოტენციალს ასახავს. წარმოდგენილ ნამუშევრებში გარდასახვის თემა ძირითადად ფართო კონტექსტშია აღქმული და გადმოცემული, ზოგჯერ კი – ტრანსფორმაციის იდეა ნამუშევრებში თავად განიცდის ტრანსოფორმაციას.’’



თანამედროვე ხელოვნების ცენტრი–თბილისი(CCA-T) 2009 წელს დაარსდა და მისი ძირითადი მიზანი თანამედროვე ხელოვნების განვითარებაა, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში. ცენტრი აქტიურად უწყობს ხელს ქართველ და უცხოელ ხელოვანებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენაში,როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი მაყურებლის წინაშე. გარდა ამისა, ცენტრს სასწავლო დაწესებულების ფუნქციაც აქვს.

 

გამოფენა 5 იანვრამდე გასტანს. 



Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *