
“დავით ჯანდიერს მე ვიცნობ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა ის ჩემი სტაჟიორი იყო სტრასბურგის სასამართლოში სამი თვის განმავლობაში. ბოლო წელი ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ეს წელიწადი ყველასთვის იყო გამოცდა გამძლეობაში, სერიოზულობაში და საქმიასადმი სწორ მიდგომებში. ამ საქმიანობის შეფასების შედეგად მე გადავწვიტე, რომ პირველი მოადგილე გამხდარიყო სხვა”.
წულუკიანმა არ უპასუხა კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ, მისი აზრით, დავით ჯანდიერმა გამოცდა ვერ ჩააბარა.
წულუკიანმა განაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრს თავისი ახალი გუნდი წარუდგინა. მინისტრის პირველ მოადგილედ შესთავაზა ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურა, რომელიც ამ დროისთვის მინისტრის მოადგილეა. მოადგილეებად დარჩებიან ალექსანდრე ბურჭულაძე და გოჩა ლორთქიფანიძე, ხოლო ვაკანტური მეოთხე მოადგილის თანამდებობაზე წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.
“ეს ის გუნდია, ვისთან ერთადაც მე მესახება ის სერიოზული საქმე გავაგრძელო, რომელიც ხელმორედ ნდობის პირობებში პარლამენტმა და პრემიერ-მინისტრმა მომცა”, – განაცდა წულუკიანმა.
“განვლილი ერთი წელი იუსტიციის სამინისტროში მაფიქრებინებს, რომ ერთგულად, წესიერად ვემსახურე იმ საქმეს, რომელიც მე, როგორც საჯარო მოხელეს მევალებოდა”. – განაცხუდა იუსტიციის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა ნეტგაზეთს 24 ნოემბერს.
