11.00საათზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია თბილისში მცხოვრებ ერთერთ უხუცესს გიორგი დავითაშვილს გიორგობის დღესასწაულს მიულოცავს. ჯამბულის ქ. #3 (რუსთაველის თეატრის უკან)
11:00 საათზე, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია რუსთავში, სასჯელაღსრულების #5-ე ქალთა დაწესებულებაში მსჯავრდებულების შუამდგომლობების განხილვას დაიწყებს.
11:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს თემა: უკრაინის საკითხი, ვილნიუსის სამიტი, ცვლილებები პროკურატურაში.
11:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ბრიფინგს გამართავს
თემა: პოლიტსაბჭოს შედეგები, “ვარდების რევოლუციიდან” ათი წლისთავის შეფასება.
12:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ბრიფინგს გამართავს.
თემა: უკრაინის საკითხი, პოლიტსაბჭოს შედეგები, საკადრო ცვლილებები პროკურატურაში.
12:00 საათზე, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, “ამერიკის მეგობართა კლუბი” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ჯარი ერთიანი საქართველოსთვის”, განახორციელებს პროექტს “გვახსოვდეს ჩვენი გმირები”.
მის: ცაბაძის ქ. # 2, რესტორანი “ქართული სახლი”.
საკონტაქტო ტელ: 597 34 55 00
13:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივას” ორგანიზებით ფოტო-აქცია – “თავისუფლება ვანოს” გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვიკა მებონია ტელეფონი: 577 25 00 04
13:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახველედიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: 24 ნოემბერს დაგეგმილი პარტიის ყრილობა.
14:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი კახა კახიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: უკრაინის საკითხი, “ვარდების რევოლუციიდან” ათი წლისთავის შეფასება, საკადრო ცვლილებები პროკურატურაში.
19:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი გამართავს ქორეოგრაფიულ წარმოდგენას „ჰარირა“. პრემიერა შედგება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
