ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოდგილის რანგში მუშაობას დღეიდან შეუდგა. 


ამ პოსტზე დანიშვნამდე ირაკლი შოთაძეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა.


შოთაძე მუშაობდა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს.  2006 – 2010 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *