2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “გირჩის” კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. პოლიტიკური პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნო კამპანია დღეს დაიწყო და ამომრჩეველს ხუთი ძირითადი დაპირება მისცა.

  1. თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება 5 წელიწადში;
  2. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება;
  3. „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შეწყალება, სანამ არ შეიცვლება შესაბამისი კანონები;
  4. ვეტოს დადება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონზე;
  5. მინისტრთა ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ ფეისბუქ ლაივით.

თუ თქვენ ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას უჭერთ მხარს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, “გირჩის” ლიდერის ყველა აქტივობის ნახვა სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ, ჰეშთეგით: #ჯაფარაპრეზიდენტად

ზურაბ ჯაფარიძის ვიდეომიმართვა