შსს–ს ინფორმაციით, ასევე დადგენილია ის პირი, რომელმაც ასეთივე შეტყობინებით ტელეკომპანია “იმედში” დარეკა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ში და ტელეკომპანია “იმედში” ნაღმის არსებობის თაობაზე ერთსა და იმავე პირს არ დაურეკავს.

 

“ეს არის ორი სხვადასხვა პირი, ორივეს ვინაობა დადგენილია, თუმცა ჯერჯერობით დაკავებულია მხოლოდ “რუსთავი 2″–თან დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი”,  – აცხადებენ შსს–ში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *