ღონისძიება დაბა სტეფანწმინდაში 14 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტია.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ანსამბლ ,,რუსთავის’’ კონცერტი, ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა.

 

ღონისძიებას ახლავს ლიტერატურული ნაწილი, რომელიც მწერლის ნაწარმოებების კითხვას დაეთმობა. ღონისძიების დასასრულს გაიმართება დოღი.

ალექსანდრე ყაზბეგის მემორიალი
ალექსანდრე ყაზბეგის მემორიალი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *