“დაიწყო აღმავლობის პროცესი, რასაც ადასტურებს ის მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს თუნდაც ივლისის თვეში და იმედი მაქვს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი”, – განაცხადა ხადურმა, რომელიც ელის, რომ აგვისტოს თვის მონაცემებით უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდება. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ ხელოვნურად ინსპირირებული პროცესი არ არის და ეკონომიკა კერძო ბიზნესის აქტივობის შედეგად გაიზრდება:
“ეს არ არის სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად ინსპირირებული ეკონომიკური ზრდის ილუზია. ეს არის კერძო ბიზნესის და ეკონომიკის გაჯანსაღების ხარჯზე”.
