როგორც “საქართველოს ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სოფო ბალავაძემ განაცხადა, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა:
“შეიარაღებულ თავდამსხმელს სახე ჰქონდა დაფარული. როგორც ცნობილია, მან მოახერხა გარკვეული რაოდენობის თანხის წაღება. რაც მთავარია, არავინ დაშავებულა. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ბოლო პერიოდში, თუკი რაიმე მსგავსი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, თითქმის ყველა შემთხვევაში საქმე გახსნილია და დამნაშავე დაკავებულია. რა თქმა უნდა, ყველა ფილიალში არის ვიდეოკამერები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავებთან”, – განაცხადა სოფო ბალავაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე 179–ე მუხლით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.
