
წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 277.2 მლნ ლარით, ანუ 1.9 პროცენტით გაიზარდა და 14.9 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.5 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 74.2 პროცენტი შეადგინა.
