წიგნი ომის ვეტერანზეა, რომელიც გამომძიებელი გახდება. როულინგის საიდუმლო მას შემდეგ გაირკვა, რაც “Sunday Times” დაინტერესდა იმით, თუ როგორ შეიძლებოდა დამწყებ მწერალს ასეთი სრულყოფილი ნოველა დაეწერა.
”მე მინდოდა, ეს საიდუმლო ცოტა უფრო დიდხანს შემენახა, რობერტ გალიბრეთის სახელით წერა ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა. მშვენიერია წიგნის გამოქვეყნება ყოველგვარი მოლოდინის გარეშე, ძალიან სასიამოვნია გულწრფელი გამოხმაურებების მიღება”.– განაცხადა ავტორმა.
როულინგმა რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ჰარი პოტერის” შემდეგ ნოველების დაწერა ფსევდონიმით მისთვის უკეთესი იქნებოდა. ერთადერთი მინიშნება, რომ ნოველა როულინგს ეკუთვნოდა, იყო ის, რომ “ჰარი პოტერის” ავტორსა და დამწყებ მწერალს საერთო რედაქტორი და აგენტი ჰყავდათ.
