“თქვენ ნახეთ, როგორ ექცეოდა სააკაშვილი ბიუჯეტის ფულს, იქ ათასებზე იყო საუბარი და ნახავთ მალე, როგორ ხარჯავდა ბოკერია მილიონებს. ეს იქნება მეორე სერია, მერე მესამე სერია, როგორ ინაწილებდნენ ბიზნესმენების ფულს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში”.

 

ივანიშვილის თქმით, გასაჯაროვდება ამის ამსახველი საიდუმლო დოკუმენტები:

 

“კორუფციასთან მებრძოლი ამირანი ვერ იქნება სააკაშვილი და მერაბიშვილი”, – აცხადებს ივანიშვილი, – “თუ არ მითქვამს აქამდე, გეტყვით, რა ვუთხარი სააკაშვილს, საპატრიარქოში როცა შევხვდი – მე ვუთხარი, 33 კბილი გქონდა, სამი დაგრჩა და ისიც გიფამფალებს-მეთქი”.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანეგდოტია, როცა მერაბიშვილმა 19 აპრილს გამართა აქცია და მისგან მოითხოვა ევროპული კურსი.

 

ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილის მასწავლებლად მოიხსენია ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი:

 

“იმ გუნდში ადეიშვილი იყო ყველაზე ჭკვიანი, გააკეთა ანალიზი და წავიდა ქვეყნიდან”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *