“ეს გააიოლებს ურთიერთობას როგორც ჩვენს ძმებთან, ასევე დიდ მეზობელთან”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოში დასმულ კითხვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე.


მან კითხვას მოკლედ უპასუხა და განმარტა, რა ცვლილებები შედის კანონში.

 

კანონპროექტის მიხედვით, თუ პირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით შევა, პირველ ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნაცვლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება.

 

23 აპრილს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა, შემდეგ კი კითხვებს უპასუხა. 

 

 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *