“ვდარდობ, რომ ასეთი აქცია დაიგეგმა. არ მომწონს, რომ ამის მიზეზი მე ვარ, მაგრამ ვერ გავაკეთებდი რაღაც სხვას. თუმცა ამ აქციის შესახებ მე არ ვიცოდი, თქვენგან გავიგე,”- განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

გამომცემლობებისადმი სოლიდარობის ნიშნად წიგნის საერთაშორისო დღეს საქართველოში წიგნები არ გაიყიდება. საქართველოს მასშტაბით აქცია „ერთ დღე წიგნის გარეშე“  23 აპრილს გაიმართება. წიგნის მაღაზიები აღნიშნული აქციით სოლიდარობას უცხადებენ გამომცემლობებს საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. წიგნების მაღაზიებში გამოიკვრება ბანერები სლოგანით -„ერთი დღე წიგნის გარეშე“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *