17-18 აპრილს იშხნის სამონასტრო კომპლექსში ქართველ და თურქ სპეციალისტთა პირველი ერთობლივი შეხვედრა შედგა, სადაც სიძველეთა გადარჩენის ერთობლივ მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს და თანამშრომლობის ახალი ეტაპი განსაზღვრეს.

 

ქართულ მხარეს, მერაბ ბოჭოიძესთან ერთად, სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ისტორიკოსი პაატა გაფრინდაშვილი, ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე წარმოადგენდნენ. დელეგაციაში საქართველოს საპატრიაქოს მხრიდან ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენელი, კედლის მხატვრობის რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური იყო ჩართული. ეროვნული სააგენტოს სპეცილისტთა სამუშაო ჯგუფს იშხანში ტაო-კლარჯეთის ძეგლების მკვლევარი, ირინა გივიაშვილიც შეუერთდა.

სააგენტოს ცნობით, 17-18 აპრილს, იშხნის და ოშკის სამონასტრო კომპლექსების მონიტორინგისა და საველე პირობში გამართული შეხვედრების შემდეგ, ქართველი სპეცილისტები ძეგლთა დაცვისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს შეადგენენ. თურქეთის მხარე კი მზად არის ქართველი სპეცილისტების მიერ დამუშევებული შენიშვნები და რეკომენდაციიები მიიღოს და გაითვალისწინოს. თუმცა, ამასთან, აღნიშნა, რომ მომავალში ეფექტური მუშაობისთვის სასურველია, ორი ქვეყნის ურთიერთანამშრომლობა სიძველეთა დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით იყოს გამყარებული.

 

ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მხარეები თანხმდებიან, რომ ძეგლის დაცვა და მისი პირვანდელი სახით აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს ზუსტ სამეცნიერო კვლევებს, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი გახდება, სიძველეს შეუნარჩუნდეს ყველა ის მახასიათებელი, რომელიც ძეგლის უნიკალურობასა და მხატვრულ ისტორიულ ღირებულებას განაპირობებს.

 

17–18 აპრილის ვიზიტი 12 აპრილს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს გენერალური დირექტორის მერაბ ბოჭოიძის ანკარაში საგანგებო ვიზიტის შედეგად გადაწყდა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *