მისი თქმით, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 16 აპრილს დათა ახალაიას ფეისბუქით გაკეთებული განცხადება, რომელშიც დათა ახალაია ბრალს დებს ვანო მერაბიშვილს, ნამდვილად ეკუთვნის დავით ახალაიას.
“აქვე ვალდებული ვარ კატეგორიულად უარვყო და გავაქარწყლო ბატონი ივანე მერაბიშვილის მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეული განცხადება იმის შესახებ, თითქოს დავით ახალაია მოექცა ზეწოლის ქვეშ, ვერ გაუძლო წნეხს და ამის გამო უყენებს მას შესაბამის ბრალდებებს. ბატონი დავით ახალაია მიუთითებს და მოუწოდებს ივანე მერაბიშვილს, რომ მშიშრები და ზეგავლენის ქვეშ მოქცევისაკენ მიდრეკილი პირები მოიკითხოს როგორც მის ყოფილ მოადგილეებში, ასევე მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულ სხვა პირებში,”- აცხადებს ზაქარეიშვილი.
გარდა ამისა, ის ამბობს, რომ დათა ახალაიასთან დაკავშირებული ნებისმიერ საკითხი სწორედ მასთან გადაამოწმონ.
