დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით თეა თუთბერიძე ისევ ამტკიცებს, რომ დათა ახალაიას აღნიშნული განცხადება არ გაუვრცელებია და საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს.
“მე ვიცნობ ამ ადამიანს, როცა მხადამჭერები, ნაცმოძრაობას ვგულისხმობ, საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან და ამ ფონზე მათ აქვთ გარკვეული მოლოდინები 19 აპრილთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ის არ გაავრცელებდა აქციამდე 2 დღით ადრე ასეთ განცხადებას. თუმცა დღემდე, სანამ არც დადასტურებულია და არც უარყოფილია მისი მხრიდან ეს მიმართვა, დასკვნების გამოტანა ნაადრევია,”- განაცხადა თუთბერიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ დათა ახალაია საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს.
“გუშინ მთავარმა პროკურორმა, კბილაშვილმა სისულელეები ისაუბრა მასთან დაკავშირებით, რომ თუ ის ჩამოვა და გამოძიებასთან ითანამშრომლებს, ამ საქმეზე გამოძიება დაიწყება. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. როდესაც განცხადება ვრცელდება, პროკურატურას შეუძლია გამოძიების დაწყება.”
