“სწორად უნდა იქნას ნათქვამი და ნათქვამის ინტერპრეტირებაც უნდა მოხდეს სწორად. საუბარი არის რაზე – ეს თემა ბოლო პერიოდში წამოიჭრა მას შემდეგ, რაც გაცხადდა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ სამართლებრივი მხარე უნდა იქნას გამოძიებული აგვისტოს ომის. აქ საუბარი არის იმის დადგენაზე, რომ ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულს, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. ჩვენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შეფასებას არ განვახორციელებთ მომხდარის”, – განაცხადა კბილაშვილმა.

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

მისი თქმით, საგამოძიებო ჯგუფი შექმნის სტადიაზეა, ის დაკომპლექტება გამომძიებლებისგან და ჯგუფს უხელმძღვანელებს რომელიმე პროკურორი.

“ჩვენ ერთი კონკრეტული მოცემულობა გვაქვს, დავადგინოთ, იმ კონფლიქტის დროს ჰქონდა თუ არა ომის დაშანაულს ადგილი და ვინ ჩაიდინა ის, განურჩევლად მისი ეროვნებისა… მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება, საგამოძიებო გეგმა ჩამოყალიბდება, განისაზღვრება საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის იმ პირთა დაკითხვის აუცილებლობა, ვინც თემასთან არის შემხებლობაში. ძალიან ზოგადი ლოგიკით აქ შესაძლებელია, რომ მოხდეს ან გათვალისწინებული იქნას, მათ შორის, პრეზიდენტის დაკითხვაც, ეს თვითმიზანი არ არის, რომ დაიკითხოს პრეზიდენტი”, – აცხადებს კბილაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *