პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდება.

 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდება. დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

 

მოგვიანებით ქვეყნის პირველი პირი ევროპის კოლეჯში საქართველოს ეროვნული დღის საპატივცემულოდ გამართულ მიღებას დაესწრება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *