„რამდენიმე დღის წინ Prime Time -ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, „სტუდენტები 19 აპრილის აქციას  უერთდებიან“,  თან ერთვის ფოტო, რომელზეც ასახულია 2012 წლის სექტემბერში გამართული  ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტეტესტო აქცია, რომელიც პატიმრების წამების კადრებთან იყო დაკავშირებული.  ფოტოს Prime Time-ის ნიუსთან ერთად გამოქვეყნებამ ბათუმელი სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ინფორმაციაში არ ფიგურირებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი და, შესაბამისად, გთხოვთ ფოტო იქნას შეცვლილი.  

 

ასევე, ვითხოვთ განმარტებას საჯაროდ, თუ საიდან იქნა აღებული ფოტომასალა.“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბათუმელი სტუდენტების მიერ არის მომზადებული.     

 

‘არ აწამო’ – სტუდენტების აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ. 2012 წლის სექტემბერი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *