მიხეილ სააკაშვილი სტამბოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის გამოც თურქეთში მისი ოფიციალური ვიზიტის პროგრამა დღეს გადაიდო.

 

“ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტაბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია. შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათს იყო დაგეგმილი, გაიმართება სამშაბათს. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დატოვებს თურქეთს”, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

 

თურქეთის ერთ-ერთი მედიაგამოცემა იტყობინება, რომ 2011 2ლის ნოემბერში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერდ ფოგ რასმუსენმა, ასევე, მხარი მოიტეხა სტამბოლში, როდესაც ის ველოსიპედიდან ჩამოვარდა და შესაბამისად, მანაც მაშინ გადადო ოფიციალური შეხვედრები.

 

ხოლო გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მაჯის მოტეხილობა მიიღო, როდესაც ის რუსეთის დელეგაციასთან ერთად სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, თუმცა უცნობი დარჩა მიზეზი, თუ რის გამო მიიღო მან მოტეხილობა სასტუმროში.

 

მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში შაბათს, 6 აპრილს გაემგზავრა, მან უკვე გამართა ოფიციალური შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *