ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურში არ იციან, 240 ტონიდან ზუსტად რა რადენობის საწვავის გადარჩენა მოხერხდა.
ამ დროისთვის ლიანდაგებიდან გადასული ვაგონებიდან ისევ ხდება გადარჩენილი საწვავის ამოტუმბვა.
შემთხვევის ადგილზე დილის 8 -ის ნახევრიდან საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები იმყოფებიან.
“ყველა ტექნიკის ერთდროულად მობილიზება არ შეიძლება, ამიტომ ეტაპობრივად ხდება ლოკალიზაციის სამუშაოების ჩატარება,”- ამბობს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე.
მისივე თქმით, არსებობდა სერიოზული საფრთხე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც უკვე აღმოფხვრილია.
კახეთის მიმართულებიდან თბილისში მომავალი საწვავით დატვირთული შემადგენლობები აეროპორტის ხიდებთან დილის 7 საათზე ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ოთხი 60- ტონიანი ვაგონიდან საწვავმა გაჟონვა დაიწყო.
საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

