საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დღეღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

 

კობი გუდაურის გზა
კობი გუდაურის გზა

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მომისვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *