ჰონგ კონგის 37–ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ–გერმანულმა კოპროდუქციამ, რომელსაც ფესტივალზე “ქართული კინოს გაზაფხული” უწოდეს, ახალგაზრდა კონკურსისა და ფიპრესის პრიზები მოიპოვა.

“გრძელი ნათელი დღეების” აზიური პრემიერა ჰონკონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე 29 მარტს გაიმართა. ფესტივალზე ფილმი, ზაზა რუსაძის აგრეთვე სადებიუტო სურათ “ჩემი საბნის ნაკეცთან” ერთად, ახალგაზრდა კინოს კონკურსში მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებით, ამ კატეგორიაში წელს სულ 8 ფილმი იყო მოხვედრილი.  ახალგაზრდა კინოს კონკურსის მთავარი და კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ფედერაციის – FIPRESCI-ის პრიზებიც ამ 8 ფილმს შორის უნდა გადანაწილებულიყო.

გრძელი ნათელი დღეები
გრძელი ნათელი დღეები

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *