ამის შესახებ ინფორმაცია “ჯეოსელმა”  გაავრცელა. როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, საკომისიო თანხა არ არის ფიქსირებული და მას თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

 

“აბონენტების საყურადღებოდ, გაცნობებთ, რომ 2013 წლის 1 აპრილიდან იცვლება სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები, რომლის მიხედვითაც მობილური ოპერატორების (მაგთიკომი, ჯეოსელი და ბილაინი) მომხმარებლები თავად გადაიხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს. საკომისიოს ოდენობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია. ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება სხვა ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებისას (სასაუბრო ბარათები , ოპერატორების სერვისცენტრები და ოპერატორების ვებ გვერდები),” – ნათქვამია ჯეოსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *