როგორც უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და შეხვედრის ფარგლებში იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც დღეს აქტუალურია.
შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, უმრავლესობის და პრემიერის შეხვედრა ტრადიციად იქცა:
” ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ბოლო პერიოდში, საკონსტიტუციო ცვილბები, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები და, ბუნებრივია, მუდმივი კონტაქტი და კოორდინაცია ჩვენ გვჭირდება კოალიციის ლიდერთან”– განაცხადა ბესელიამ.
