“სამართალდამცველებმა ერთი პირისგან პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, მეორე პირს კი – ფეხსაცმლის ქუსლში დამალული ჰქონდა 12 შეკვრა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკის საერთო წონა 11,2 გრამს შეადგენს, რომელშიც 2,5 გრ „ჰეროინი“ აღმოჩნდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება შემდგომში მისი საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინეს”.– ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
გამოძიება ერთი პირის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა–გასაღება) მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა) მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ხოლო მეორე პირის მიმართ კი გამოძიება 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა–გასაღება) მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
