გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-11 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია სეტყვა, წვიმა და ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე აიწევს.

[checklist]

  • 5 – 6 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32 გრადუსი იქნება.
  • 7 – 11 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
  • ჰაერის ტემპერატურა 7 – 9 ივნისს დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 10 -11 ივნისს 2 – 4 გრადუსით დაიკლებს.

[/checklist]

credit: flickr/Daniel R. Blume

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *