” ორი დღის წინ გავიგე, რომ გაიქურდა ორი სახლი, გუშინ გავიგე, რომ კიდევ ორი სახლი გაიქურდა ჩემ სამეზობლოში, დავეჭვდი, თან პოლიციამ იცოდა უკვე და 2 დღის წინ პოლიციამ მითხრა, რომ ჩემი სახლი გაქურდული არ იყო. დღეს ამოვედი და ჩემ სახლი დამხვდა გაქურდული. ზარალი ჩემთვის მნიშვნელოვანია.”
როგორც დავით პაიჭაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, იგი ჩვენების მისაცემად მიდის ამ წუთებში, ხოლო სამართალდამცავები იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ექსპერტიზა ჩაატარეს.
ჟურნალისტის აგარაკი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლევში მდებარეობს.
