ეთნიკურად სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქე ვაჰაგნ ჩახალიანი პატიმრობიდან 24 იანვარს გაათავისუფლეს ამნისტიის კანონის საფუძველზე.
მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება სომეხთა სამოქიცულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამაც გაავრცელა.
ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოს სამართალდაცავებმა 2008 წელს დააკავეს მამასთან და ძმასთან ერთად. მამა და ძმა მოგვიანებით გაათავისუფლეს, ვაჰაგნ ჩახალიანი კი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 226 და 236 გაასამართლეს და 10- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მას ბრალად დაედო მასობრივი არეულობის ორგანიზება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა.
სომხეთის სამოციქულო ეკლესია გავრცელებულ პრესრელიზში ვაჰაგნ ჩახალიანს პოლიტპატიმარს უწოდებს, თუმცა 2012 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში პოლიტპატიმრების შესახებ მისი გვარი არ ფიგურირებს. ჩალახიანს შეეხო ამნისტიის შესახებ კანონი და პატიმრობიდან 24 იანვარს გათავისუფლდა.
