ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროსა და პარლამენტის ევროპის საბჭოს დელეგაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეთანხმებული ცვლილებების პროექტი დღეს ევროპის საბჭოს მიგრაციის კომიტეტმა განიხილა და ხვალ პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი.
“კომიტეტზე დელეგაციის მიერ წარდგენილი ტექსტი ითვალისწინებს ახალი დებულების დამატებას, რომლის შინაარსი გულისხმობს ასამბლეის მიერ საკუთარი პოზიციის ერთგულებას, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლებისა და დევნილების დაბრუნებას უფლებას, რომლებიც საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად გაჩნდნენ საქართველოში,”-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ქართული დელეგაციის მიგრაციის კომიტეტის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტის სხდომაზე დღეს შეთანხმებული ცვლილებები წარადგინა, რომელიც რეზოლუციის ტექსტში ითხოვს, რომ:
ა) ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიას კონფლიქტის ზონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული და შეუფერხებული მონიტორინგის საშუალება მიეცეს;
ბ) ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს ქონდეს უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნების უფლება საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად;
გ) გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო პირობები, მათ შორის ჯანდაცვის მდგომარეობა, და ხელი შეეწყოს მას.
დ) სრულად შესრულდეს 2008 წელს ევროპის კავშირის მიერ მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ;
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაცია მრავლობით ცვლილებებს ითხოვს, რომელიც ორპარტიულად შეთანხმებული ტექსტია.”

