
შსს-ს პრესამსახურმა ნინო გიორგობიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დაკითხვის შემდეგ სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას გააკეთებს, თუ რა საქმესთან დაკავშირებით ხორციელდება გურამ ჩალაგიშვილს დაკითხვა. თუმცა, წინასწარი ცნობით, მან დაგვიდასტურა, რომ საქმე ეხება საახალწლო პერიოდში ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფაქტს, როდესაც მან ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენელს უთხრა, გაეთიშა შუქი და ქუთაისი ჩაებნელებინა.
სემეკის პრესსამსახურში არ ფლობენ ინფორმაციას ჩალაგაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისა და მისი დაკითხვის თაობაზე. პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს კომისიის თავმჯდომარე სამსახურში იყო.
გურამ ჩალაგაშვილი სემეკის თავმჯდომარედ 2008 წლიდან მუშაობს, მანამდე ის ცესკოს თავმჯდომარე იყო.
