საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს გიორგი ჭანტურიას განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ საბჭო დააკმაყოფილებს ჭანტურიას განცხადებას, საბჭომვე უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

 

სამეურვეო საბჭოს სხდომა ამ წუთებში იწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში.

 

“განვიხილავთ განცხადებას და მოგვიანებით გეტყვით მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია გენერალური დირექტორის ეს გადაწყვეტილება და მოგახსნებეთ საბჭოს პოზიციაისაც”,- აცხადებს ლევან გახელაძე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

სამეურვეო საბჭო განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოაცხადებს კონკურსს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე.

 

გია ჭანტურია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2008 წლიდან მუშაობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ჭანტურია ამ თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *