ლიტერატურული კონკურსის, “შემოდგომის ლეგენდის” გამარჯვებული 2016 წელს ბექა ბერაძე გახდა, მეორე-მესამე ადგილები კი მინდია არაბულმა და ლუკა გორდაძემ დაიკავეს. ონლაინ ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულად კი თამთა ქამუშაძე დაასახელეს.
პირველი ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები კი- 700 და 500 ლარით.
“შემოდგომის ლეგენდა” ლიტერატურული კონკურსია, რომელიც წელს მერვედ გაიმართა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველმა ტურმა სტარტი სწავლის დაწყების დღეს აიღო და ერთი თვის განმვალობაში ტარდებოდა. კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. 400-მდე კონკურსანტიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 10 ფინალისტი გამოავლინა. კახეთში, ყვარლის ედემში კონკურსანტებმა ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე – „ახალი კორპუსი“, 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს. ნაშრომების ნახვა “შემოდგომის ლეგენდის” ფეისკბუკის გვერდზე შეგიძლიათ.

