ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა გადაცემაში ” მთავარი კითხვა”  პატიმრების წამების შესახებ ისაუბრა. დიმიტროვის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყნებშიც ირღვევა ადამიანის უფლებები და დემოკრატია არ არის გარანტის იმისა, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვევა. 

 

“დემოკრატია დარღვევაზე რეაგირების შანსია და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ძლიერია”- განაცხადა დიმიტროვმა მიმდინარე მოვლენებზე. 

 

ფილიპ დიმიტროვი ამბობს, რომ  ციხეებში არსებული პრობლემები იყო ის საკითხი, რომელიც აქამდე იგნორირებული იყო:

 

“მორალურ ჭრილში თუ ვისაუბრებთ, ეს პასუხისმგებლობის საკითხია, დემოკრატიულ ქვეყნებში პარლამენტი და მთვრობა იღებს პასუხისმგებლობას და ეს ხდება არჩევნების გზით.  ძალიან რთულია არსებობდეს საპარლამენტო კრიზისი, როცა არჩევნები ასე ახლოსაა  და მე უბრალოდ არ შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რა შედეგს შეიძლება ველოდოთ.  ნორმალური რეაქციაა ხალხის მხრიდან ის, რომ  საკუთარი პრობლემების გადაჭრა სცადონ ისე, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება. ამ გზას ჰქვია არჩევნები.” 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *