თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით გზაზე სამუშაოების გამო 23 ნოემბრის დილის 8 საათამდე 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე) ქუთაისის შემოსავლელ გზაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს, ავტოტრანსპორტი ამ დროის განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ძველ საავტომობილო გზაზე – ქუთაისის გავლით ივლის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *