შოთა უტიაშვილის თქმით, მან თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება სამინისტროს ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ მიიღო. უტიაშვილის თქმით, ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, სად გააგრძელებს მოღვაწეობას.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი წარადგინა, მის პოსტზე კი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია არის წარდგენილი. საკადრო ცვლილებების შემდეგ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა ბაჩო ახალაიას ძმამ დათა ახალაიამ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *