დღეს, 29 მაისს, შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დანაშაულში ეჭვმიტანილი 36 წლის გიორგი ელიაური დააკავეს.

სამართალდამცავთა ცნობით, გიორგი ელიაურმა ურთიერთშელაპარაკებისას დანით მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა 25 წლის ლაშა მაისურაძე, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით,  დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *