“თავისუფალი პრესის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ” “ბეჭდური მედიისა და სარეკლამო კომპანიების ურთიერთობის” შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
“თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაციის” მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო, ჩაღრმავებოდა სარეკლამო ბაზრის საშუალო და შედარებით წვრილი სარეკლამო კომპანიებისა და ბეჭდური მედიის ურთიერთდამოკიდებულებას. კვლევას უნდა გამოეკვლია მიზეზი, თუ რატომ არის არათანაბრად განაწილებული რეკლამა მედიაბაზარზე.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე გარემოება, დაფიქსირდა რეკლამის განსაკუთრებული სიმწირე ბეჭდურ მედიაში:
რეკლამის დაკვეთისას ბეჭდურ მედიას რამდენიმე პრობლემა ექმნება. რეკლამის დაკვეთისას პრესის წარმომადგენლები უმეტესწილად ძვირადღირებულ რეკლამას ანიჭებენ უპირატესობას, ვინაიდან ხელმძღვანელობენ პრინციპით: ძვირიანია, ესე იგი კარგია. ასევე, რეკლამის განთავსებისას პრესის წარმოამდგენლები არ ითავლისწინებენ მათი პროდუქტის თავისებურებებს და სპეციფიკას, რაც რეკლამის ეფექტიანობას თითქმის ანულებს.
სარეკლამო კომპნიები კი პრესასთან ურთიერთობაში მთავარ პრობლემად რეკლამის ღირებულებას მიიჩნევენ და თვლიან, რომ რეკლამის ფასები ერთმნიშველოვნად შესაცვლელია. სარეკლამოებში აცხადებენ, რომ რეკლამა პრესისათვის თითქმის მიზერულ ფასებში კეთდება.
“თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაციის” გენერალური დირექტორის, ალექსანდრე ჯიქიას განცხადებით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მთავარი პრობლემა სარეკლამო ბაზარზე რეკლამის დამკვეთებისა და სარეკლამო კომპანიებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა.
“სარეკლამო კომპანიები არ იცნობენ ბაზარს და არ ფლობენ ინფორმაციას, თუ სად არის უკეთესი ამა თუ იმ დამკვეთისათვის სარფიანი რეკლამის განთავსება. ბეჭდური პრესის მხრიდან კი არაპროფესიონალიზმის პრობლემაც იჩენს თავს,”– განაცხადა “თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ჯიქიამ.
კვლევის მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა კიდევ ერთ საკითზე: თუ რამდენად არის მზად თბილისის მოსახლეობა გაზეთების გამოწერისათვის. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 430 ადამიანიდან გაზეთების გამოწერის სურვილი მხოლოდ 192–მა ადამიანმა გამოთქვა, გამოწერაზე უარი 164–მა გამოკითხულმა განაცხადა. 74 რესპონდენტს კი ამ თემაზე არ უფიქრია.
კვლევაზე დაყრდნობით, “თავისუფალი პრესის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ”, “მიიღე გაზეთი სახლში” პროგრამის ფარგლებში, საფოსტო ყუთების უსასყიდლო დამონტაჟება დაიწო იმ სადარბაზოებში, რომელთა მცხოვრებლებიც პრესის გამოწერის სურვილს გამოთქვამენ.
როგორც “თვისუფალი პრესის მხარდამჭერთა ორგანიზაციაში” აცხადებენ, კვლევა ამ კუთხით გაგრძელდება.
“თავისუფალი პრესის მხარდაჭერი ორგანიზაცია” გასული წლის 13 დეკემბერს დააფუძნა “საქართველოს პრესის ასოციაციამ”, რასაც წინ უსწრებდა ამ უკანასკნელის წარმომადგენლების შეხვედა ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც 2 დეკემბერს შედგა. სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული გრანტის საფუძველზე ახორციელებს ორგანიზაცია რამდენიმე პროექტს.
