BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში მდებარე ამრიკულ უნივერსიტეტში სროლა და აფეთქება მოხდა.

პოლიციის ცნობით, შენობას შეიარაღებული პირი დაესხა თავს, რის შემდეგაც ადგილზე სპედანიშნულების რაზმი მივიდა.

ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ თავდასხმის ადგილიდან ჯერჯერობით 5 დაშავებული მიიღეს.

უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი BBC-სთან საუბრისას ამბობს, რომ უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელისგან 100 მეტრის მოშორებით იყო, როდესაც აფეთქების ხმა გაიგონა. მისივე თქით, უშუალოდ უნივერსიტეტის კამპუსში სროლის და სტუდენტების ყვირილი ისმოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *