პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის წევრი შესაძლოა გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.

კანოპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის გიგი წერეთლის თქმით, ეს ის ასაკია, როდესაც მოქალაქეს შეუძლია განახორციელოს პასიური ან აქტიური საარჩევნო ქმედება.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის წევრად შესაძლოა არჩეული იქნას საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *