ჩილეს ცენტრალურ ნაწილში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ამის შესახებ ინფორმაციას Associated  Press-ი ავრცელებს.

მიწისძვრა კვირას გვიან საღამოს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტალკადან ჩრდილო–დასავლეთით 100 კილომეტრში დაფიქსირდა.

ჯერ–ჯერობით ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

Associated  Press-ის ცნობით სავარაუდოდ ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *