დღეს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტში ნარკოტიკული დანაშაული წინააღმდეგ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, ბოლო კვლევებმა დაადასტურეს სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურობა ნარკოდანაშუალთან ბრძოლის საკითხში:

“დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ მას ვადამდე ადრე აღუდგეს ჩამორთმეული უფლება – ეს იქნება მართვის უფლება, თუ საექიმო საქმიანობის უფლება. ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს სასჯელაღსრულების სამინისტროს შემადგენლობაში მუდმივმოქმედი კომისია,” – აცხადებს ხუროშვილი.

ეს კომისია იმავე წესით იმსჯელებს, როგორც პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში. კანონის ინიციატორები არიან კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *